weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს $44 მილიონის გადახდა დააკისრა

15:50 შაბათი, 25 მაისი 2019 hits 160

სექსუალურ ძალადობაში მხილებული ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ქალებს 44 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გადაუხდის.

საუბარია ადმინისტრაციულ სარჩელებზე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე კი ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს და მორიგი დაპირისპირება სასამართლო დარბაზში ერთ დროს გავლენიან ჰოლივუდელ პროდიუსერს წინ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გაზეთებში New York Times და New Yorker, გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც თორმეტი ქალი ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სტატიებს უდიდესი რეზონანსი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა, მომჩივანი ქალების რიცხვი კი ასამდე ავიდა. ვაინშტაინმა მალევე დაკარგა სამსახური, ოჯახი და ყველანაირი სტატუსი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]