weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზღვის მგლების იშვიათი სახეობა

14:23 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მგლის სახეობა ბინარობს, რომლის წარმომადგენლებიც კონტინენტელი თანამოძმეებისგან შედარებით მცირე ტანით გამოირჩევიან, თუმცა ჩინებული მოცურავეები არიან.

„ამომწურავი კვლევების საფუძველზე უკვე ვიცით, რომ ეს მგლები გენეტიკურად განსხვავდებიან მათი კონტინენტელი ნათესავებისგან. განსხვავებულნი არიან ქცევებით, დაცურავენ კუნძულიდან კუნძულამდე და ნადირობენ ზღვის ცხოველებზე“, - ამბობს ფოტოგრაფი იან მაკალისტერი, რომელიც თითქმის ოცი წელია სწავლობს აღნიშნულ სახეობას.

ზღვის მგლებს თამამად შეიძლება ეწოდოს პესკეტარიანელები, რადგან მათი საკვები რაციონის 90% თევზსა და ოკეანის სხვა პროდუქტებზე მოდის.

მაკალისტერი ბრიტანეთის კოლუმბიას ეწვია და ზღვის მგლებს მათთან ერთად ცურვისას შთამბეჭდავი ფოტოები გადაუღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]