weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლიამ ნისონი „კინგსმენის“ მე-3 ნაწილში ითამაშებს

10:36 სამშაბათი, 28 მაისი 2019

ბრიტანელი რეჟისორი მეთიუ ვონი კომიქს-ფრანშიზა „კინგსმენის“ რიგით მესამე ნაწილზე მუშაობას იწყებს. მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმი 2020 წლის თებერვალში გამოვა, მისი სათაური კი „კინგსმენი. დიდებული თამაში“ (Kingsman: The Great Game) გახლავთ.

ცნობილი გახდა, რომ ვრცელ სამსახიობო შემადგენლობას ამ ჟანრის ოსტატი ლიამ ნისონი შეუერთდა. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: აარონ ტეილორ-ჯონსონი, მეთიუ გუდი, რეიფ ფაინსი, სტენლი ტუჩი, დანიელ ბრიული, ალექსანდრა მარია ლარა, ჯემა არტერტონი, ჩარლზ დენსი, ჯიმონ ჰუნსუ, რის აივანსი და სხვა მსახიობები.

საიდუმლო სპეცსამსახურის შესახებ ახალი სერიის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა, მასში მოქმედება მე-20 საუკუნეში განვითარდება და სააგენტოს პირველ წლებზე გვიამბობს.

შეგახსენებთ, რომ „კინგსმენის“ პირველი და მეორე ნაწილი (The Secret Service, The Golden Circle) 2014 და 2017 წლებში გამოვიდა. ორივე ფილმი R-რეიტინგის მიუხედავად მსოფლიო გაქირავებაში წარმატებული გამოდგა და ჟანრის ჰიტად იქცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]