weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

მალაიზიაში უკანასკნელი მამრი სუმატრული მარტორქა მოკვდა

11:29 სამშაბათი, 28 მაისი 2019 hits 172

გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, სუმატრული მარტორქის მალაიზიაში მცხოვრები უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი სახელად ტამი, კუნძულ ბორნეოს მალაიურ ნაწილში, ტაბინის გარეული ცხოველების რეზერვაციაში მოკვდა.

ტამი 2008 წელს ზეთის პალმის პლანტაციაში აღმოაჩინეს და ხსენებულ ცენტრში გადაიყვანეს. მცდელობა ორ მდედრთან, პუნტუნგთან და იმანთან მისი შეწყვილებისა, წარუმატებელი აღმოჩნდა.

პუნტუნგს კიბოს გამო 2017 წელს ევთანაზია გაუკეთეს, იმანი კი ქვეყანაში სახეობის ერთადერთი წარმომადგენელია, თუმცა უნაყოფო.

სუმატრული მარტორქა (Dicerorhinus sumatrensis) ყველაზე პატარა ზომისაა მარტორქებში. ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ სუმატრის მახლობლად უკანასკნელ ათწლეულებში ამ სახეობის 80 ინდივიდი მოკვდა.

ამჟამად დარჩენილი სუმატრული მარტორქები ასევე ბორნეოზე, ოღონდ ინდონეზიის კუთვნილ ტერიტორიაზე (კალიმანტანი) ცხოვრობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]