weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კომიქსებად და ჟურნალებად ქცეული Queen-ისა და დევიდ ბოუის სიმღერები

11:59 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

როკ-მუსიკის ორი ლეგენდის, დევიდ ბოუისა და ფრედი მერკურის გამორჩეულ შემოქმედებას ადამიანები დროდადრო სხვადასხვა სახით უბრუნდებიან. ქარიზმატული მუსიკოსების ცნობილ სიმღერებზე ამჯერად ე.წ. Pulp-ჟურნალებისა და კომიქსების კრეატიული გარეკნები შექმნეს.

ლოს ანჯელესელმა გრაფიკულმა დიზაინერმა ტოდ ალკოტმა მოისურვა, დევიდ ბოუის სიმღერები მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოპულარული იაფფასიანი, როგორც წესი სკანდალური და სენსაციური ვინტაჟური ჟურნალების, ე.წ. Pulp Fiction Magazine-ების სტილში გაეცოცხლებინა.

ბრაზილიელი ილუსტრატორი, ცნობილი სახელით Butcher Billy, პოპულარული გახდა მსგავს სტილში შესრულებული ნამუშევრებით, რომლებიც სტივენ კინგის ნაწარმოებებსა და სერიალ „შავი სარკის“ ეპიზოდებს მიუძღვნა. დიზაინერმა ამჯერად ჯგუფ Queen-ის სიმღერები აქცია ტრადიციული კომიქსების ქავერებად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]