weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

ნიკოლ კიდმანი დონა ტარტის ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაში

11:01 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019 hits 140

13 სექტემბერს, მსოფლიოს კინოეკრანებზე ახალი დრამა სათაურად „ჩიტბატონა“ (The Goldfinch) გამოვა, რომელიც მწერალ დონა ტარტის 2013 წლის ამავე სახელწოდების მქონე პულიცერის პრემიის მფლობელი რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს ანსელ ელგორტი, სარა პოლსონი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ.

ფილმის რეჟისორი ჯონ კროული გახლავთ. სურათში ასევე ითამაშებენ: ანეირინ ბარნარდი, ლიუკ უილსონი და ჯეფრი რაიტი.

სიუჟეტი პატარა ბიჭის ტრაგიკული ისტორიის შესახებაა, რომლის დედაც ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში აფეთქებას ემსხვერპლება. როგორც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი განმარტავს, ესაა დრამა ტკივილის დაძლევის მცდელობაზე, მოგონებებზე, დედა-შვილობასა და მარტოობაზე. „ჩიტბატონას“ ტრეილერი ახლახანს გამოქვეყნდა.

ჯონ კროულის ფილმს კრიტიკოსები წლის მთავარი კინოჯილდოების მოპოვების კანდიდატად მოიაზრებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]