weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Death Stranding: ახალი თამაში ჰიდეო კოჯიმასგან

15:57 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

კომპანია „სონიმ“ და ვიდეოთამაშების დეველოპერმა Kojima Productions, ახალი ვიდეოთამაშის რვაწუთიანი ტრეილერი გამოაქვეყნა. Death Standing - ასე ეწოდება PlayStation 4-სთვის შექმნილ თამაშს, რომლის სცენარის ავტორი, დიზაინერი, მხატვარი, რეჟისორი და პროდიუსერი აღიარებული იაპონელი გეიმდიზაინერი ჰიდეო კოჯიმა გახლავთ.

ახალ თამაშში მთავარ გმირებს ისეთი მსახიობები და რეჟისორები ასრულებენ, როგორებიც არიან: ნორმან რიდუსი, მადს მიკელსენი, ლეა სეიდუ, გილერმო დელ ტორო და ნიკოლას ვინდინგ რეფნი.

მძაფრსიუჟეტიანი ვიდეოთამაშის სიუჟეტი მომავალ დროში, იზოლირებულ ქალაქებში ვითარდება, რომელთა შორისაც მთავარმა გმირმა, პოსტ-აპოკალიპტურმა კურიერმა, კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. მოთამაშეს ასევე ელოდება დროის ჩვეული მიმდინარეობის დარღვევა, უჩვეულო ბიოლოგიური პროცესები და ა.შ.

Death Stranding ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება. Metal Gear სერიის ავტორ ჰიდეო კოჯიმასთვის იგი პირველი თამაშია მას შემდეგ, რაც დიზაინერი კომპანია Konami-დან წავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]