weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჩინეთში ალბინოსი პანდა დააფიქსირეს

16:41 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

პირველად ისტორიაში, ჩინეთში ფოტოკამერამ ალბინოსი პანდა დააფიქსირა. უნიკალური შეფერილობის ბელი მკვლევართა შეფასებით 1-2 წლისაა.

ფოტოს ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში არსებული უოლონგის ბუნების ეროვნული ნაკრძალი აქვეყნებს და განმარტავს, რომ გიგანტურ პანდას (Ailuropoda melanoleuca) სურათი კამერამ აპრილის შუა რიცხვებში გადაუღო.

პეკინის უნივერსიტეტის ზოოლოგის, ლი შენის განცხადებით, ალბინოსი პანდა ძლიერი ჩანს, მისი ნაბიჯები მტკიცეა და როგორც ირკვევა, გენეტიკურ მუტაციას მისი ცხოვრებისთვის დიდი პრობლემები არ შეუქმნია.

ალბინიზმი იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა და იგი ხდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში და კანში ზღუდავს შავი ფერის პიგმენტ მელანინის წარმოქმნას. მელანინის ნაკლებობის გამო ალბინოსები ძალიან მგრძნობიარე არიან პირდაპირი მზის სხივებისადმი, რამაც შეიძლება მხედველობის პრობლემებიც გამოიწვიოს.

 

მსგავსი სტატია:

ტასმანიაში იშვიათი ალბინოსი კაჭკაჭი აღმოაჩინეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]