weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Undisputed: იური ბოიკას ისტორია სერიალით გაგრძელდება

13:55 პარასკევი, 31 მაისი 2019

დაბალბიუჯეტიანი, თუმცა პოპულარული მძაფრსიუჟეტიანი ფრანშიზა „დაუმარცხებელი“ (Undisputed) სერიალად იქცევა და იგი კვლავ რუს ყოფილ კრიმინალსა და რინგზე მებრძოლ პერსონაჟზე, იური ბოიკაზე იქნება.

სერიალს მეორე და მესამე კინოსერიების რეჟისორი აიზეკ ფლორენტაინი გადაიღებს. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა მთავარ როლში ბრიტანელი მსახიობი და კასკადიორი სკოტ ადკინსი, რადგან სერიალი შესაძლოა ე.წ. რიბუთი იყოს.

სიუჟეტი ნიუ იორკში განვითარდება, სადაც ბოიკა კვლავ ჩაერთვება იატაკქვეშა საბრძოლო ტურნირში. სერიალის გადაღებები მომავალი წლის მაისში, ბულგარეთში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]