weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საშა ბარონ კოენის თქმით ბორატმა პამელა ანდერსონისა და კიდ როკის ქორწილი ჩაშალა

14:42 პარასკევი, 31 მაისი 2019

ებრაული ფესვების მქონე აღიარებულმა ბრიტანელმა მსახიობმა და კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ბორატ საგდიევი, მიზეზი გახდა პამელა ანდერსონისა და მუსიკოს კიდ როკის ქორწინების ჩაშლის.

2006 წლის საკულტო ბინძურ კომედიაში, რომელიც ფსევდო-დოკუმენტური ე.წ. მოკუმენტური ჟანრისაცაა, ბორატი პამელა ანდერსონს ხვდება და იტაცებს, რათა იგი ცოლად შეირთოს. ეპიზოდი ისეა გადაღებული, თითქოს პამელა ანდერსონმა, რომელიც ხსენებულ ფილმში საკუთარ თავს ასრულებს, არ იცოდა მოტაცების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საშა ბარონ კოენმა სცენარი წინასწარ მხოლოდ მას გააცნო.

ასეა თუ ისე, საკამათო სცენა ვარსკვლავური წყვილის დაშორების მიზეზი გახდა. საშა ბარონ კოენის თქმით, ქორწილის ჩაშლის მიზეზად ბორატის დასახელება მას თავდაპირველად ხუმრობა ეგონა, თუმცა გაოცდა, როდესაც გახმაურებული ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში წყვილი ერთმანეთს სწორედ ამ მიზეზით დაშორდა.

შეგახსენებთ, რომ ბორატზე შექმნილი სკანდალური ფილმით საშა ბარონ კოენს კომედიური როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი ერგო, ოსკარებზე კი ნომინაცია მოიპოვა ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]