weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

Ford v Ferrari: ქრისტიან ბეილი და მეთ დეიმონი „ფერარის“ წინააღმდეგ

12:26 ორშაბათი, 03 ივნისი 2019 hits 1368

კინოკომპანიამ 20th Century Fox, თავისი მორიგი მაღალბიუჯეტიანი ბიოგრაფიული სურათის პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა. Ford v Ferrari - ასე ეწოდება რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმს, სადაც ქრისტიან ბეილი ავტოინჟინერსა და მრბოლელ კენ მაილზს ასრულებს, მეთ დეიმონი კი - აღიარებულ ავტოდიზაინერ კეროლ შელბის.

სიუჟეტი 1966 წლის ლე მანის განთქმული რბოლის პერიოდში, ორი ავტოინდუსტრიული გიგანტის მეტოქეობაზე გვიამბობს. ბიოპიკის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ოსკარის ნომინანტი ჯეიმს მენგოლდი გახლავთ. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯო ბერნთალი, კატრინა ბალფი და ცნობილი დრამატურგი ტრეისი ლეტსი, რომელიც ჰენრი ფორდ უმცროსს განასახიერებს. „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ კინოეკრანებზე ნოემბერში გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ფილმზე მრავალი წელი მუშაობდნენ. თავდაპირველად მისი სათაური Go Like Hell იყო და იგი მაიკლ მანს უნდა გადაეღო, ხოლო მთავარი როლები ტომ კრუზსა და ბრედ პიტს უნდა ეთამაშათ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]