weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Ad Astra: ბრედ პიტის კოსმოსური ოდისეა

11:38 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო კოსმოსური დრამის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. Ad Astra - ასე ეწოდება რეჟისორ ჯეიმს გრეის ახალ სურათს, რომელშიც კოსმოსში დაკარგული მამის საძებნელად წასული ასტრონავტის მოგზაურობაა ნაჩვენები.

ბრედ პიტის პერსონაჟს, რომელიც უცხო ცივილიზაციების საძიებოდ და შესასწავლად გამგზავრებული მამის პოვნა სურს, მზის სისტემის დიდი ეგზისტენციალური საიდუმლოებების ამოხსნა მოუწევს. არსებული ინფორმაციით, სიუჟეტი მწერალ ჯოზეფ კონრადის ცნობილ ნაწარმოებს, „წყვდიადის გულს“ მოგვაგონებს, რომლის იდეური თემებიცაა: ცივილიზაცია და ჩამორჩენილი სამყარო, იმპერიალიზმი, რასიზმი და სხვა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტომი ლი ჯონსი, დონალდ საზერლენდი, ლივ ტაილერი, რუთ ნეგა და ჯონ ორტისი. პრემიერა 20 სექტემბერს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]