weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბოლოქნარა - საუკეთესო მიმბაძველი ფრინველი

16:51 შაბათი, 08 ივნისი 2019

ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ნატურალისტი სერ დევიდ ატენბორო ბოლოქნარას (Menura) პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერალ ფრინველს უწოდებს. ყველაზე დიდი ზომის მგალობელი ფრინველი ხმების იმიტაციითა და მიბაძვითაცაა ცნობილი.

შეწყვილების პერიოდში მამალი ბოლოქნარები განსაკუთრებულ ხმებს გამოსცემენ, რათა დედლები მიიზიდონ. როგორც ცნობილია, მათ ხმაში არამარტო ოცამდე სხვადასხვა ფრინველის ხმა შეიძლება იყოს გამოყენებული, არამედ ისეთი ხმებიც, როგორსაც გამოსცემს ელექტროსათამაშო, ფოტოკამერა, ბენზოხერხი ანდა კარების საკეტები.

ბოლოქნარა, იგივე კუდქნარა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო უღრან ტყეშია გავრცელებული. ახასიათებს ფარული ცხოვრების ნირი. მეტ დროს მიწაზე ატარებს და იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, მწერებით, მოლუსკებითა და მცენარეთა თესლით.

ველური სამყაროს ფოტოგრაფმა ანეტ შოლცმა ბოლოქნარა არამარტო ფოტოებზე აღბეჭდა, არამედ მის გალობასა და ცეკვას ვიდეოებიც გადაუღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]