weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კანადაში ხორცისმჭამელი მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

14:55 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

კანადაში გუელფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ონტარიოში, ალგონკინის პროვინციული პარკის ჭარბტენიან ნიადაგებში გავრცელებული ხორცისმჭამელი მცენარეები არა მხოლოდ ბაღლინჯოებს, არამედ პატარა სალამანდრებსაც ჭამენ.

დიდი ხანია ცნობილია, რომ კანადის ჭარბტენიან ნიადაგებში გავრცელებული ხორცისმჭამელი მცენარეები სხვადასხვა არსებებით იკვებებიან, ძირითადად - მწერებითა და ობობებით. მწერები ზარის ფორმის ფოთლებში ცვივდებიან, სადაც წვიმის წყლის მოქმედებით იხრწნებიან, მაგრამ ამ დრომდე არავისთვის იყო ცნობილი, რომ ეს მცენარეები კუდიან ამფიბიებსაც იჭერდნენ.

მეცნიერთა განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმან, რომ ეს ფაქტი აქამდე ვერავინ შენიშნა პარკში, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და არაერთი მკვლევარი თუ მნახველი სტუმრობს.

მონიტორინგისას მკვლევართა ჯგუფმა გაარკვია, რომ ხუთიდან ერთ ასეთ მცენარეს პატარა ზომის ამფიბია ჰყავდა დაჭერილი, ზოგიერთ მცენარეში კი ჩაჭედილი იყო ერთზე მეტი ამფიბია.

ჩაჭედილი სალამანდრების ნაწილი სამ დღეში კვდება, ნაწილი კი 19 დღემდე ცოცხლობს. ფოთლებში მომწყვდეულ მსხვერპლს მცენარის საჭმლის მომნელებელი ფერმენტი და წყალში არსებული სხვა ორგანიზმები თანდათან შლის. სმიტის თქმით, ეს მცენარეები ხორცს ძირითადად საკვები ნივთიერებების მიღების მიზნით ჭამენ. მათ შორის უმთავრესია აზოტი, რომელიც საკმაოდ მწირადაა წარმოდგენილი ღარიბ ტალახოვან ნიადაგებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]