weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მელბურნში მფრინავი ტაქსი იფრენს

12:15 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

ამერიკული სატრანსპორტო ტექნოლოგიებისს კომპანია Uber-ის მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან ავსტრალიის ქალაქ მელბურნში იფრენს.

როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება, თუმცა მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა უკვე 2020 წელსაა დაგეგმილი.

კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი მანქანით იმავე მარშრუტით მგზავრობა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.

Uber მფრინავი ტაქსების ტესტირებას სამშობლოშიც გეგმავს. ასეთი სერვისი დალასსა და ლოს ანჯელესშიც გამოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]