weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ტარანტინომ ფავორიტი „მარველის“ ფილმი დაასახელა

14:49 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემასთან ინტერვიუს დროს კვენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ ფილმ „შურისმაძიებლები: დასასრულის“ ნახვას აპირებს, ამისთვის წინა სერიების ხილვაც საჭირო იყო და „მარველის“ კინოსამყაროდან თავისი საყვარელი ფილმი დაასახელა.

როგორც გაირკვა, ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის მიერ გამორჩეული ფილმი ტაიკა ვაიტიტის „თორი: რაგნაროკია“.

„ბოლო ოთხი წელი თვალყურს არ ვადევნებდი მათ გამოსვლას. კომიქსებზე ბოლო ფილმები რომელიც ვნახე, „ქალი-საოცრება“ და „შავი ავაზა“ იყო. ახლა Endgame-ის სანახავად ვემზადები და ამისთვის წინა ფილმებს ვნახულობ. ბოლოს „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ ვნახე, შემდეგი „დოქტორ სტრეინჯია“. უი არა, ბოლოს „თორი: რაგნაროკი“ ვნახე და სასწაულია, ფრანშიზის ჩემი საყვარელი ფილმია!” - განაცხადა ტარანტინომ.

„თორი: რაგნაროკი“ მართლაც ითვლება „მარველის“ ხსენებულ კინოსერიებში განსხვავებულ ფილმად, რაც რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის დამსახურება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]