weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

გინესის რეკორდსმენმა რობოტმა რუბიკის კუბი ერთ წამზე ნაკლებ დროში ააწყო

14:20 კვირა, 12 მარტი 2017 hits 1212

გერმანელი ინჟინრის, ალბერტ ბეერის შექმნილმა რობოტმა სახელად Sub1, მისივე მიღწეული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და რუბიკის კუბი ერთ წამზე ნაკლებ დროში ააწყო.

გაუმჯობესებულმა Sub1-მა გასული წლის იანვარში მიღწეული რეკორდი - 0.887 წამში აწყობილი რუბიკის კუბი, გააუმჯობესა და გინესის წიგნში ამჯერად 0.637 წამით შევიდა.

6 მექანიკური კიდურის მქონე რობოტი 21 მოძრაობაში ასრულებს ამოცანას. ამისათვის კი მას ფერების აღქმის პროგრამას დამატებული ექსტრემალურად სწრაფი გადაჭრის გზების ძიების ალგორითმი ეხმარება.

რაც შეეხება ადამიანის მიერ რუბიკის კუბის სწრაფად აწყობას, ამ მხრივ გინესის რეკორდსმენი კენტუკის შტატის თინეიჯერი მკვიდრი ლუკას ეტერია, რომელმაც პოპულარული თავსატეხი 2015 წლის ნოემბერში 4.904 წამში ააწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]