weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

Doctor Sleep: გამოქვეყნდა „ნათების“ გაგრძელების ტრეილერი

11:48 პარასკევი, 14 ივნისი 2019 hits 474

საკულტო საშინელებათა ფილმ „ნათების“ (The Shining) სიკველი სათაურით „დოქტორი ძილი“ (Doctor Sleep), რომელშიც მთავარ როლს ევან მაკგრეგორი ასრულებს, კინოეკრანებზე ნოემბრიდან გამოვა. ფილმის ტრეილერი ახლახანს გამოქვეყნდა.

„დოქტორ ძილში“ მოქმედება „ნათების“ მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. მთავარი გმირი გაზრდილი დენი ტორანსია, რომელსაც ბავშვობის საშინელმა წარსულმა დაღი დაასვა და ალკოჰოლიკად აქცია, თუმცა კვლავ იყენებს საკუთარ ზებუნებრივ შესაძლებლობებს და გარდაცვლილთა სულებთან კომუნიკაციას ამყარებს.

სტენლი კუბრიკის 1980 წლის შედევრად მიჩნეული ფილმის მსგავსად, მეორე ნაწილი ასევე დაფუძნებულია საშინელებათა ჟანრის აღიარებული ავტორის, სტივენ კინგის რომანზე, რომელიც სიუჟეტურად ასევე „ნათების“ გაგრძელებაა.

ფილმის რეჟისორი საშინელებათა ფილმებით ცნობილი მაიკ ფლანაგანია (Absentia, Oculus, Hush, Before I Wake, Ouija - Origin of Evil), რომელმაც ასევე გადაიღო სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]