weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ქალაქი სადაც „ჩერნობილი“ გადაიღეს

15:34 შაბათი, 22 ივნისი 2019 hits 248

ბრიტანულ-ამერიკულმა მინი-სერიალმა „ჩერნობილმა“ საყოველთაო აღიარება და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. სერიალმა ასევე გააჩინა ხელახალი ინტერესი უკრაინული მკვდარი ქალაქების, ჩერნობილისა და პრიპიატის მიმართ. ბევრი ადამიანი კი იმით ინტერესდება, თუ სადაა რეალურად „ჩერნობილი“ გადაღებული.

ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ და Sky UK-მ სერიალის ლოკაციისთვის ლიეტუვა აირჩია. დიახ, სწორედ დედაქალაქ ვილნიუსთან ახლოს მდებარე დასახლება სახელად ფაბიონიშკესი ჰგავს საოცრად საბჭოთა პერიოდის უკრაინულ ატომურ ქალაქებს, რადგან იგიც იმავე პერიოდის დასახლებაა და დღეს იქ ბევრი არაფერია შეცვლილი. გადაღებებმა ასევე ჩაიარა ლიეტუვის ქალაქ ვისაგინასში, სადაც ასევე ავთენტური გარემო და საბჭოური ატმოსფერო შექმნეს.

ფაბიონიშკესის მკვიდრი მანტას ალიშაუსკასი მშობლიური ქალაქის ფოტოებს აქვეყნებს, რომელთა ხილვაც „ჩერნობილის“ მრავალრიცხოვან ფანებს უთუოდ გაახსენებს სერიალში ნანახ კადრებს.

 

ამ თემაზე:

ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალს რუსეთიც გადაიღებს

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]