weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

უცხო სიცოცხლის საძიებლად NASA იუპიტერის მთვარეზე ზონდს გაგზავნის

15:32 ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017

აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ამერიკის ეროვნული სამმართველო (NASA) იუპიტერის გარშემო მოძრავ ყინულოვან მთვარე ევროპაზე რობოტს გაუშვებს, რომელიც იუპიტერის თანამგზავრის ყინულოვან ქერქს გაბურღავს და არამიწიერი სიცოცხლის ნიშნებს მოიძიებს.

NASA-ს ახალი ანგარიში ხომალდის გაგზავნის გეგმას აღწერს, რომელიც ევროპას ზედაპირს 10 სმ სიღრმეზე გაბურღავს და სპეციალური ინსტრუმენტებით ანალიზებს ჩაუტარებს აღებულ ნიმუშებს, რის შემდეგაც მკვლევარებს მიაწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ. მისიამ სტარტი 2024 წელს უნდა აიღოს და ევროპაზე 2031 წელს დაჯდეს. ოფიციალური განცხადებით, უკვე არსებობს ხომალდის კონცეპტ-დიზაინიც.

რობოტი ზონდის სქემა მოიცავს კამერების სისტემას ზედაპირის ფოტოების გადასაღებად და სხვადასხვა ინსტრუმენტებს ანალიზებისათვის, მათ შორის - მაღალსარგებლიან ანტენას კომუნიკაციისათვის და გეოფონს - გეოლოგიურ აქტივობაზე დასაკვირვებლად. მკვლევართა მთავარი მიზანი კი ბიოსიგნატურის პოვნაა - არის თუ არა იქ წარსული ან ამჟამინდელი სიცოცხლის კვალი, რომელიც იზოტოპებში ან მოლეკულებში იმალება. 

მიუხედავად რამდენიმე გადაფრენისა, ყინულოვანი ევროპას გარემოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ზედაპირქვეშა ოკეანის არსებობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა, არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომლებიც მის არსებობას ადასტურებს. ევროპა დედამიწის გარდა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემაში, სადაც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]