weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი გახდა

15:29 პარასკევი, 21 ივლისი 2017

ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ოსკარის სამგზის ნომინანტი ქრისტოფერ ნოლანი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეჟისორი გახდა - თანამედროვეობის გამორჩეულ კინემატოგრაფს კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ ახალ კინოფილმ „დიუნკერკისთვის“ რეკორდული ჰონორარი - 20 მილიონი აშშ დოლარი და ფილმის შემოსავლის 20% დაუთმო.

ოცმილიონიანი ჰონორარი უპრეცედენტოა, მაშინ როდესაც ჰოლივუდელი რეჟისორების საშუალო ჰონორარი ერთ ფილმში 750 000 დოლარიდან მილიონნახევრამდე მერყეობს.

რეალურ სამხედრო ოპერაციაზე დაფუძნებული საომარი დრამა „დიუნკერკი“, რომელიც უკვე გადის მსოფლიოს კინოთეატრებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს ჩატარებულ ოპერაცია „დინამოს“ შესახებაა, როდესაც გერმანული არმიის მიერ ბლოკრიებული მოკავშირეთა ჯარების 330 ათასზე მეტი ჯარისკაცი იქნა ევაკუირებული.

ფილმში, რომლისთვისაც კინოკრიტიკოსებმა დადებითი შეფასებები არ დაიშურეს, მთავარ როლებს ტომ ჰარდი, მარკ რაილანსი, კენეტ ბრანა და კილიან მერფი, აგრეთვე ახალგაზრდა სამსახიობო გუნდი: ანერინ ბერნარდი, ჯეკ ლაუდენი და დებიუტანტები - ფიონ უაიტჰედი და მუსიკალურ ჯგუფ One Direction-ის წევრი ჰარი სტაილზი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]