weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

ბილ კლინტონი საკუთარი რომანის ეკრანიზაციისთვის ჰოლივუდის ტოპ-რეჟისორებს იწვევს

10:11 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 hits 1301

მისტიკური ჟანრის რომანი სათაურად „პრეზიდენტი დაკარგულია“ (President Is Missing) 2018 წლის ზაფხულში გამოქვეყნდება, თუმცა მისი ავტორები - შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ბესტსელერების მწერალი ჯეიმს პატერსონი წიგნის ეკრანიზაციის უფლებების გასაყიდად გამალებით მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილ კლინტონი და ჯეიმს პატერსონი მიმდინარე კვირაში შეხვედრებს მართავენ ჰოლივუდის ისეთ ტოპ-პროდიუსერებსა და რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჯ.ჯ. აბრამსი, სტივენ სპილბერგი, ჯორჯ კლუნი და ა.შ., რათა რომანის კინოადაპტაციის უფლებები გაასხვისონ.

გამოუქვეყნებელი თრილერი რომანის სიუჟეტი დაწვრილებით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი საიდუმლო სამსახურის მიერ პრეზიდენტის გატაცებასა და ისეთი საიდუმლო მასალების შესახებაა, რაც მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტმა იცის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]