weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქალი-საოცრების“ გაგრძელება 2019 წელს გამოვა

10:39 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ქალი-საოცრების“ სიკველის თარიღი გამოაქვეყნა - 2019 წლის 13 დეკემბერი.

მეორე ნაწილის რეჟისორი კვლავაც პატი ჯენკინსი იქნება, რომელიც სიკველის სცენარზე უკვე მუშაობს ჯეფ ჯონსთან ერთად.

„პატი და მე ამჟამად ვწერთ, მიზანი ქალ-საოცრებაზე კიდევ ერთი დიდებული ფილმის შექმნაა“ - განაცხადა Time-თან ინტერვიუში ჯეფ ჯონსმა, რომელიც განმარტავს, რომ სიკველისთვის დუეტს განსაკუთრებული იდეა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის ჰიტად ქცეული „ქალი-საოცრება“ კინოეკრანებზე 2 ივნისს გამოვიდა და მსოფლიო კინოგაქირავებაში 780 მილიონი დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან კი დადებითი შეფასებები და რეცენზიები ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]