weather cur horoscope tv
აპრილი 02, 2020

ტომ ჰარდი ბოსნიის ომში გაემგზავრება

14:34 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 hits 1858

ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰარდი მთავარ როლს შეასრულებს ბოსნიის ომის შესახებ ბიოგრაფიულ დრამაში სათაურად - My War Gone By, I Miss It So, რომლის პროდიუსერიც თავად იქნება.

ფილმი დაფუძნებული იქნება 1999 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების მქონე მემუარზე, რომლის ავტორი Times-ის კორესპონდენტი ენტონი ლოიდია. ლოიდი, რომელიც ბრიტანული სამხედრო ოჯახიდან იყო, ბოსნიის ომში 26 წლისა გაემგზავრა და საკუთარ წიგნში იქ გადამხდარი ისტორია და პირადი ამბები აღწერა. ბიოგრაფიული სურათის რეჟისორი გევინ ო’კონორი იქნება, რომელთან ერთადაც ტომ ჰარდის უკვე აქვს ნამუშევარი 2011 წლის ფილმზე - Warrior.

„ეს ბრუტალური და ამასთანავე სენსიტიური ისტორიაა, რომელიც ავტორის ბუნებრივ დამოკიდებულებასა და ომის გამოცდილებაზეა. ენტონის ნაშრომით, სიტყვებითა და გამოცდილებით შოკირებული ვიყავი, ჩემთვის ის მნიშვნელოვანი ხმა და მნიშვნელოვანი წიგნია.“ - განაცხადა ტომ ჰარდიმ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]