weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უიტბის სტიმპანკური ფესტივალი

16:24 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ყოველწლიურ ფესტივალს სახელად - უიტბის სტიმპანკური უიკენდი, ასეულობით ადამიანი დაესწრო, რომლებიც ინდუსტრიული ეპოქის ესთეტიკისა და დიზაინით გამორჩეულ მე-19 საუკუნის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი.

ფესტივალზე ღონისძიებები მოიცავდა შოპინგს, გართობას, პრეზენტაციებს, ატრაქციონებსა და მუსიკალურ საღამოებს.

ბრიტანელი ფანტასტი მწერლის, ჰერბერტ უელსის ნაწარმოებებით შთაგონებული ფესტივალის მონაწილეებისთვის ჟანრი სტიმპანკი ნოსტალგიაა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა.

სტიმპანკი (ინგლისურად: Steam - ორთქლი, Punk - პანკი) სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ტექნოლოგიით, ორთქლზე მომუშავე ტექნიკასა და აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელ დიზაინს მოიცავს. სტიმპანკი, როგორც მიმართულება, ფართოდ გამოიყენება ალტერნატიული ისტორიის ჟანრის მქონე ნაწარმოებებსა და ფილმებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]