weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2016 წელს ინტერნეტიდან პირატულად ყველაზე მეტჯერ „დედპული“ გადმოწერეს

12:10 შაბათი, 07 იანვარი 2017

კომპანია „მარველის“ კომიქსების სუპერგმირ დედპულზე შექმნილი მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმი, გასული წლის ერთ-ერთი კინოჰიტი, კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა - 2016 წელს იგი ინტერნეტის მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ე.წ. პირატული ვებგვერდებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გადმოიწერეს.

ამ მაჩვენებლით შედგენილი ფილმების სია პორტალმა TorrentFreak-მა გააკეთა, სადაც „დედპულის“ შემდეგ, მეორე-მესამე ადგილებზე ასევე ორი კინოკომიქსი - „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი“ და „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ „დედპული“ გასული წლის ერთ-ერთი პოპულარული კინოჰიტი რამდენიმე მაჩვენებლით გახდა, კერძოდ, ის R-რეიტინგის (Restricted - შეზღუდული [ინგ.] ძალადობრივი სცენებისა და უხამსი ლექსიკის გამო) მქონე პირველი ფილმი გახდა, რომელმაც მცირე ბიუჯეტის მიუხედავად კინოთეატრებში გაშვებისთანავე პირველივე კვირაში 130-მილიონდოლარიანი შემოსავლის მოპოვება შეძლო, საბოლოოდ კი მსოფლიოს მასშტაბით 783 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც საერთო შეფასებით, ერთგვარი პარადოქსი გამოდგა, რადგან როგორც წესი, კომერციულ წარმატებას აღწევენ ფილმები, რომელთა ასაკობრივი რეიტინგიც ყველა თაობისთვისაა განკუთვნილი და შეზღუდული არაა, თუმცა დებიუტანტი რეჟისორის, ტიმ მილერის ფილმი მოწმობს, რომ კარგად გაკეთებული კინოსურათის შემთხვევაში, ფინანსური წარმატება შეზღუდვის შემდეგაც მიიღწევა.

მაყურებლის კვალდაკვალ ფილმს კინოკრიტიკოსებიც სწყალობდნენ: MTV-ის კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო კომედიური როლისთვის განკუთვნილი პრიზი მსახიობი რაიან რეინოლდსს ერგო, ამერიკელ კრიტიკოსთა დაჯილდოებაზე „დედპულმა“ ანალოგიურ ნომინაციასა და საუკეთესო კომედიურ ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა, მცირე ხნის წინ კი ოქროს გლობუსის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ფილმმა ორი ნომინაცია მოიპოვა, საუკეთესო კომედიურ ფილმისა და მამაკაცის საუკეთესო კომედიური როლისთვის (რაიან რეინოლდსი).

უკვე ცნობილია, რომ „დედპულის“ გაგრძელება 2018 წელს გამოვა და მას დამწყები რეჟისორი დევიდ ლიჩი გადაიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]