weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჯიმ კერის მხატვრობის ნიჭი აღმოაჩნდა

13:30 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

ერთ დროს კომედიების მეფედ ცნობილი მსახიობი ჯიმ კერი უკანასკნელ პერიოდში შესაძლოა ხმაურიანი ფილმოგრაფიით ვეღარ დაიკვეხნის, თუმცა 55 წლის კომიკოსმა საზოგადოების ყურადღება სულ სხვა კუთხით მიიპყრო - ახალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ჯიმ კერის ახალ აღმოჩენას ეთმობა, იგი 6 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ხატავს.

ექვსწუთიანი ფილმი სათაურით „მე ფერი მჭირდებოდა“ (I Needed Color) სწრაფად გახდა პოპულარული და უამრავი ადამიანი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რომ ჯიმ კერი სამსახიობო ოსტატობის მიღმა შესანიშნავი მხატვარიცაა.

„ვფიქრობ, რომ ის რაც ვინმეს ხელოვანად აქცევს, მისი შინაგანი ცხოვრების მოდელის შექმნაა. ისინი ემოციებისა და საჭიროებებისგან შთაგონებულები ქმნიან იმას, რაც მათი აზრით საზოგადოებას სჭირდება.“ - ამბობს ორი ოქროს გლობუსის მფლობელი ჯიმ კერი საკუთარ სამხატვრო სტუდიაში გადაღებულ ვიდეოში, რომელსაც Vimeo-ზე უკვე სამ მილიონამდე ნახვა აქვს.

Jim Carrey: I Needed Color from SGG on Vimeo.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]