weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

9 წლის ბავშვმა NASA-ში დასაქმების სურვილი გამოთქვა

12:59 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ურიცხვ წერილსა და რეზიუმეს იღებს დასაქმების თაობაზე, თუმცა ისეთი იშვიათი, როგორიც 9 წლის ჯეკ დევისის წერილი იყო, სააგენტოს აქამდე არ ახსოვს.

9 წლის ბიჭუნამ, რომელიც საკუთარ თავს „გალაქტიკის მცველს“ უწოდებს, წერილში აღნიშნა, რომ მას უცხოპლანეტელებზე ყველა ფილმი აქვს ნანახი, ვიდეოთამაშებში ძლიერია და მიუხედავად მცირე ასაკისა, მზადაა პლანეტის დამცველი გამხდარიყო.

წერილი ჯეკის ოჯახის მეგობრის წყალობით სოციალურ ვებგვერდ Reddit-ზე მოხვდა, შემდეგ კი NASA-მდე მიაღწია, რომელმაც ბიჭუნას საპასუხო წერილი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

ჯეკ დევისისთვის პასუხი NASA-ს პლანეტის უსაფრთხოებისა და დაცვის ოფიცერმა ჯეიმს ლ. გრინმა დაწერა. წერილში 9 წლის ბიჭუნას სამსახურით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს, პლანეტის დაცვის მნიშვნელობა განუმარტეს და აუხსნეს, რომ კარგად სწავლის შემთხვევაში ერთ დღეს შესაძლოა პატარა „გალაქტიკის მცველი“ მართლა გახდეს აღნიშნულ პოზიციაზე სააგენტოს თანამშრომელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]