weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სტალინის სიკვდილის შესახებ სატირული კომედია გადაიღეს

16:01 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

სატირულ-კომედიური ფილმი სათაურით „სტალინის სიკვდილი“, რომელიც მწერალ ფაბიან ნიურისა და მხატვარ ტიერი რობენის ამავე სახელწოდების მქონე ფრანგული კომიქსის ეკრანიზაციაა, კინოეკრანებზე სექტემბრიდან გამოვა. მისი რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი სცენარისტი და რეჟისორი არმანდო იანუჩია.

ფაბიან ნიურის 2010-2012 წლებში გამოცემული ფრანგულენოვანი სატირული კომიქსი და მისი კინოვერსიის სიუჟეტი „ერების მამის“ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებსა და მისი სიკვდილის შემდგომი პოლიტიკური ქაოსის კომიკურ ინტრიგებზეა. 

ბრიტანულ-ფრანგულ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ჯეფრი ტემბორი (მალენკოვი), სტივ ბუშემი (ხრუშჩოვი), ჯეისონ აიზეკსი (ჟუკოვი), საიმონ რასელ ბილი (ბერია), რუპერტ ფრენდი (ვასილი სტალინი), ოლგა კურილენკო (მარია იუდინა), პედი კონსიდაინი, ანდრეა რაიზბორო და სხვები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]