weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ავსტრალიაში იშვიათი თეთრი კოალა დაიბადა

21:43 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

ავსტრალიის ქვინსლენდის ზოოპარკში თეთრი კოალა დაიბადა, რაც იშვიათი მოვლენაა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ შეფერილობით ცხოველს ველურ ბუნებაში გადარჩენა გაუჭირდებოდა.

ალისტერ მალზერი, ეკოლოგი ქვინსლენდის ცენტრალური უნივერსიტეტიდან, აცხადებს, რომ ველურ ბუნებაში ამ ძუძუმწოვარზე დაკვირვების 20 წლიან პერიოდში თეთრი კოალა არასოდეს უნახავს. მისი თქმით, ველურ ბუნებაში თეთრ კოალას შენიღბვა გაუჭირდება და ადვილად გახდება მტაცებელი ფრინველების მსხვერპლი.

ვეტერინარების ინფორმაციით, თეთრი ბეწვი კოალას დროთა განმავლობაში, ზრდასთან ერთად გასცვივდება და მუქი ფერის ბეწვით დაიფარება.

ავსტრალიაში კოალას გეოგრაფიული გავრცელების არეალი დაახლოებით მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. ველურ ბუნებაში ეს ცხოველი 13-დან 18 წლამდე ცოცხლობს. 2012 წელს ავსტრალიის მთავრობამ ქვინსლენდის და ახალი სამხრეთ უელსის ბინადარი კოალები მოწყვლადი სახეობების სიაში შეიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]