weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი ემა სტოუნი გახდა

10:57 შაბათი, 26 აგვისტო 2017

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ემა სტოუნი ბიზნესჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით 2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობია. 28 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსის ორწლიანი ჰეგემონია დაამხო და მაღალანაზღაურებად ქალ კინოვარსკვლავთა სიის სათავეში მოექცა.

2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მამაკაცი მსახიობი მარკ უოლბერგია

ემა სტოუნის მაღალი შემოსავლის მთავარ წყაროს გასული წლის წარმატებული კინომოვლენა „ლა ლა ლენდი“ წარმოადგენდა, რომელმაც მსახიობს ოქროს გლობუსსა და ოსკართან ერთად მილიონობით შემოსავალიც მოუტანა.

სიაში მეორე ადგილზე ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა, წინა ორი წლის პირველადგილოსანი ჯენიფერ ლოურენსი კი ამჯერად მე-3 პოზიციას დასჯერდა.

2017 წლის პლანეტის 10 მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის სია ასე გამოიყურება:

  1. ემა სტოუნი - 26 მილიონი $
  2. ჯენიფერ ენისტონი - 25.5 მილიონი $
  3. ჯენიფერ ლოურენსი - 24 მილიონი $
  4. მელისა მაკკართი - 18 მილიონი $
  5. მილა კუნისი - 15.5 მილიონი $
  6. შარლიზ ტერონი და ემა უოტსონი - 14 მილიონი $
  7. ჯულია რობერტსი და კეიტ ბლანშეტი - 12 მილიონი $
  8. ემი ადამსი - 11.5 მილიონი $
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]