weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში

10:56 პარასკევი, 03 თებერვალი 2017

მრავალი ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი ფოტოგრაფი კარლ კორტი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს - ეთიოპიაში დალოლის ვულკანის სიახლოვეს არსებულ გოგირდის ნაკადულებს ესტუმრა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში მდებარე დანაკილის უდაბნოში განთავსებული დალოლის კრატერი მიოცენის პერიოდში წარმოიქმნა.

შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებადან ჩრდილოეთით, 600 კილომეტრის დაშორებითაა, ზღვის დონიდან 48 მეტრით დაბლა მდებარეობს და ამ მხრივ დედამიწაზე არსებული ყველაზე დაბალი ვულკანია. მისი ბოლო ამოფრქვევა 1926 წელს დაფიქსირდა.

ზედაპირის კაშკაშა ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერების მიზეზი ზედაპირქვეშ მაგმის დუღილის შედეგია, რომელიც ამოაფრქვევს მარილს, გოგირდს, კალქვას და სხვა მინერალებს. ზედაპირზე ამოფრქვევისთანავე მარილწყალი კრატერებში ილექება და წარმოქმნის თეთრ, ყვითელ, ყავისფერ, ნარინჯისფერ და მწვანე ფორმაციებს. ულამეზესი სანახაობის შექმნაში საკუთარი წვლილი ასევე შეაქვს წყალმცენარე ჰალოფილს, რომელსაც უკიდურესად მლაშე პირობებშიც შეუძლია სიცოცხლე.

ეთიოპიელები აგრძელებენ საუკუნოვან ტრადიციას და ვულკანის ზედაპირიდან მარილს ხელით მოიპოვებენ, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად იქ ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ტემპერატურა ფიქსირდება დედამიწის დაუსახლებელ ტერიტორიებს შორის - ტემპერატურა ხშირად 46 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.

იმის გამო, რომ მსგავსი ადგილის ნახვა დედამიწაზე სხვაგან ფაქტობრივად შეუძლებელია, დალოლს ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს, თუმცა უკიდურეს სიცხესთან ერთად, საფრთხეს მჟავის ტბორები და კრატერებიდან ამოსული ტოქსიკური აირებიც წარმოადგენს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]