weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზალიპიე - პოლონური სოფელი, რომლის ქოხებიც ყვავილებითაა მოხატული

11:09 ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017

სამხრეთ პოლონეთში, დომბროვსკის პოვიატში მდებარე პატარა სოფელი სახელად ზალიპიე ყვავილებით მოხატული ქოხებით, ჭებითა და ხიდებით გამოირჩევა. ზალიპიეში საცხოვრებლების ყვავილებით მოხატვის ტრადიცია უბრალო შემთხვევიდან მომდინარეობს.

ქოხების ყვავილებით დამშვენება ზალიპიეს მაცხოვრებლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ერთმა სოფლელმა შეშის ღუმელისგან გაჭვარტლული კედლის ნაწილი ფერადი ყვავილით მოხატა. კრეატიულ იდეას დანარჩენებმაც მიბაძეს და შთამბეჭდავ ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი.

1948 წლიდან პოლონურ სოფელში გაზაფხულობით ხატვის პოპულარული კონკურსი სახელად „მოხატული ქოხი“ იგივე „მალოვანა ხატა“ (Malowana Chata) იმართება სახლების ყვავილებით მოხატვაში. აღნიშნული ღონისძიება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული ქვეყნის აღდგენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქ კრაკოვიდან 90 კმ-ით დაშორებული უნიკალური სოფელი ამჟამად ტურისტებისთვის იდეალური ადგილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]