weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„სატახტოთა თამაშის“ უკანასკნელი სერია რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა

11:35 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

პოპულარული ფენტეზი სერიალის „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის ბოლო სერია ამერიკულ ტელეარხ HBO-ზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელმა ნახა. სერიალის ფინალურ ეპიზოდს კვირას ტელევიზიით 12.5 მილიონმა მაყურებელმა უყურა, ხოლო კიდევ ოთხმა მილიონმა ადამიანმა სერია ინტერნეტში ნახა.

აღსანიშნავია, რომ წინა სეზონთან შედარებით, მეშვიდე სეზონის ფინალის მაყურებლების რაოდენობა 36%-ითაა გაზრდილი - მეექვსე სეზონის ფინალურ სერიას 8.9 მილიონმა მაყურებელმა უყურა.

„სატახტოთა თამაში“ ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ამავდროულად ხანგრძლივ ტელეპროექტად ითვლება. სერიალის შემდეგი, რიგით მე-8 და ამავე დროს უკანასკნელი სეზონის გამოსვლის თარიღი ოფიციალურად ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის ტელეეკრანებს 2018-2019 წლებში დაუბრუნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]