weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა

15:44 პარასკევი, 10 თებერვალი 2017

ახალ ზელანდიაში ზღვამ 400-ზე მეტი ვეშაპი სანაპიროზე გამორიყა. მოხალისეებმა და მაშველებმა მათი ნაწილის წყალში დაბრუნება შეძლეს. დაახლოებით 250 ვეშაპი კი მანამდე მოკვდა, სანამ მათ დახმარებას შეძლებდნენ.

ვეშაპების გამორიყვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. მათი წყალში დაბრუნება და გადარჩენა კი საკმაოდ რთული პროცესია. ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რა აიძულებთ ცხოველებს ნაპირზე გამოსვლას, დადგენილი არ არის. ყველაზე აქტუალური თეორიის მიხედვით, ერთ-ერთ ვეშაპს რაღაც ემართება, დანარჩენები კი მის დახმარებას ცდილობენ.

ყველაზე დიდი რაოდენობის, 1000 ვეშაპი ახალი ზელანდიის სანაპიროზე 1918 წელს გამოირიყა. შემდეგი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 1985 წელს დაფიქსირდა, როდესაც 450 ვეშაპი გამოირიყა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]