weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ახალი ელექტროქარი Aspark Owl უსწრაფესი აჩქარებით იქნება გამორჩეული

16:47 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

ჯერ-ჯერობით უცნობია ელექტრომობილი Aspark Owl კონცეპტია თუ წარმოებისთვის მზა ვერსია. იაპონელებს მოდელის აწყობა ტაივანში ან დიდ ბრიტანეთში სურთ. „ასპარკის“ ბოსი მასამი იოშიდა განმარტავს, რომ პროექტი ჰობის არ წარმოადგენს, საქმე სერიოზულ ბიზნესს ეხება უცხოურ ბაზარზე გასვლით, მაგალითად - ახლო აღმოსავლეთში.

იაპონური კომპანია „ასპარკი“ 12 წლის მანძილზე საკადრო ბიზნესს მისდევს, უმთავრესად ინჟინრებთან, მედიკოსებთან და ქიმიკოსებთან მუშაობით. თუმცა ფირმის პრეზიდენტი მასამი იოშიდა ცდილობს, რომ ის მრავალპროფილიანი იყოს და ყოველთვის ახალ სივრცეს ეძებს.

„ვფიქრობდი, რამე ამეწყო, რობოტი, თვითმფრინავი, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა, მაგრამ რადგან ბავშვობიდან სპორტული ავტომობილები მომწონს, სწრაფი მანქანის შექმნა გადავწყვიტე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გახდება. მითხრეს, რომ მაქსიმალურ სიჩქარეს - 300-400 კმ/სთ აზრი არ აქვს, რადგან ამგვარი სიჩქარის განვითარებისთვის ადგილი არ არის. ამიტომ მიზანი 100 კმ/სთ-მდე სისწრაფე იყო 1.5 წამიანი აჩქარებით“, - განაცხადა იოშიდამ.

იოშიდას პროექტმა სტარტი 2014 წელს აიღო. პარტნიორების ძებნა სხვადასხვა იაპონური უნივერსიტეტებიდან და საინჟინრო კომპანიიდან განხორციელდა. დიზაინერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოდელი ელექტრომობილი უნდა იყოს. მოძრაობის დროს სიჩუმისთვის მას Owl (ბუ) უწოდეს. მისი ტექნიკური მახასიათებლები 12 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოსალონზე გამოაშკარავდება. მასამი იოშიდამ თქვა, რომ ავტომობილის ღირებულება 330 მილიონ იაპონურ იენს ანუ სამ მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ჩანს ავტომობილი პატარა და ძალზე მჩატეა. კონსტრუქციაში ნახშირბოჭკოვანი მასალა უხვადაა გამოყენებული. ჯერ-ჯერობით, უსწრაფეს ელექტროქარებად მიჩნეულია Tesla Model S P1000, Nio EP9, Lucid Air, Faraday Future FF 91, მაგრამ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მათ ორ წამზე მეტი სჭირდებათ.

წყარო: Adjarasport

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]