weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლი ფლორიდის შტატში ცხოვრობს

10:19 სამშაბათი, 03 იანვარი 2017 hits 1229

ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ მაიერსში მცხოვრები ხალებიანი გერმანული დოგი, სახელად ლიზი, მსოფლიოში არსებულ ძაღლებს შორის ყველაზე მაღალი ძაღლია. მდედრი ძაღლის სიმაღლე 96.4 სანტიმეტრია, რითაც ის გინესის მოქმედი რეკორდსმენია.

ლიზის მეპატრონე გრეგ სეიმპლის თქმით, ძაღლმა თავის სიმაღლეს სამი წლის ასაკში მიაღწია და მას მოუწია პატარა ზომის ძაღლის შეძენაც, რადგან მისი ოთხფეხი მეგობრები შესადარებლად სახალისო ყოფილიყვნენ.

ყველა დროის ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარებული გინესის რეკორდსმენი კი ამავე ჯიშის წარმომადგენელი სახელად ზევსია, რომლის სიმაღლე 111.8 სმ იყო. ის მიჩიგანის შტატის ქალაქ ოტსეგოში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ მოკვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]