weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

12 წლის ბიჭის მიერ შექმნილი სურრეალისტური თოჯინები

16:43 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 hits 1696

ბევრმა ადამიანმა ზრდასრულ ასაკშიც არ იცის, თუ რისი გაკეთება უნდა, მაგრამ ეს არ ეხება 12 წლის კანადელ კალუმ დონოვან გრუიჩიჩს, რომელმაც უკვე აირჩია პროფესია - იგი სკულპტორია და გამორჩეულ, სურრელისტურ და განსხვავებულ თოჯინებს ქმნის.

სამხრეთ ონტარიოს პროვინციის ქალაქ უიტბიში მცხოვრები კალუმ დონოვან გრუიჩიჩი 3 წლის ასაკიდან ქმნის თოჯინებს, საამისოდ კი იგი ყველაფერს იყენებს: ნაჭერს, ფაიფურს, თიხას, მატყლს, წებოს, გამოუსადეგარ ნივთებს, მეტალის ნაწილებს და ა.შ.

მისი ნამუშევრები ექსპერიმენტულს ჰგავს, პირველი ნახვისას ბევრ ადამიანს თითქოს აშინებს კიდეც, თუმცა მელანქოლიური სკულპტურებს დანიშნულება და მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და იგი მხოლოდ 12 წლის ბიჭუნას მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]