weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

ლეგენდის ხელახალი დაბადება: თანამედროვე სტილის Porsche 908

10:23 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 hits 1361

ხუთი ენთუზიასტი დიზაინერისგან შემდგარმა გუნდმა წარადგინა ნამეშევრები, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე დონეზე შესრულებული სახელოვანი Porsche 908/01.

კონცეპტზე მუშაობდნენ: ალენ დეროზიე (ექსტერიერის დიზაინერი), მარკოს ბელტრაო (ექსტერიერის დიზაინერი და რენდერი), მარტინ ფენგი (კომპონენტების მოდელირება), გილერმო მინიო ( ინტერიერის დიზაინი) და ტომ უითლი (გამოსახულების შელამაზება), რომელთაც საამისოდ დაახლოებით ორი წელი დახარჯეს.

Porsche 908-სარბოლო ავტომობილი გერმანული კონცერნის ინჟინრებმა 1968 წელს შექმნეს. მანქანის განმასხვავებელი ნიშანი გრძელი უკანა ნაწილი იყო, რომელიც კუდს მოგვაგონებდა. ამ იშვიათობის წყალობით Porsche 908, 60-იანი წლების დასასრულისა და 70-იანი წლების დასაწყისის ყველაზე ცნობადი სარბოლო მანქანა გახდა.

Porsche 908-ის სხვადასხვა ვერსიის საჭესთან ავტომრბოლებმა გამძლეობაზე რბოლაში მრავალი შეჯიბრება მოიგეს, კერძოდ, 1968-1971 წლებში - ნიურბურგრინგის 1000 კილომეტრის ზედიზედ ოთხი მარათონი. გარდა ამისა, ეს მანქანა არაერთხელ გამოუყვანიათ ლე მანის 24 საათიან რბოლაში.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]