weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

ავსტრიაში გუსტავ კლიმტის ნახატები გააცოცხლეს

13:46 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 hits 2399

ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი საყვარელი მხატვრის ნახატებზე არსებული სამყარო რეალურ ცხოვრებაში? ავსტრიელმა ფოტოგრაფმა ინგე პრადერმა ეს მეტნაკლებად მოახერხა, როდესაც თანამემამულე გუსტავ კლიმტის რამდენიმე შედევრი რეალურ სამყაროში გადმოიტანა.

ინგე პრადერმა არტ-ნუვოს სტილით სახელგანთქმული ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის ე.წ. ოქროს ფაზა (1899-1910 წლები) შეარჩია და ამ პერიოდში შექმნილი ათამდე ნამუშევარი გააცოცხლა. ფოტოგრაფმა აღნიშნული პროექტი ვენაში ყოველწლიური ღონისძიებისთვის Life Ball გააკეთა, რომელიც აივ-ინფექციისადმი ბრძოლისთვის აგროვებს თანხებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]