weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალი გინესის რეკორდსმენი გახდა

14:14 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

ტეხასის შტატის უმსხვილეს ქალაქ ჰიუსტონში მცხოვრები აიანა უილიამსი უკანასკნელი 23 წელია ფრჩხილებს იზრდის. 60 წლის ქალბატონის ორივე ხელის თითებზე გაზრდილი ფრჩხილების საერთო სიგრძე 576.4 სმ-ს შეადგენს, რაც მსოფლიო რეკორდია.

აიანა უილიამსის მარცხენა ხელის ფრჩხილები უფრო გრძელია, ვიდრე - მარჯვენის, ისინი შესაბამისად, 326.5  და 249.8 სანტიმეტრებია. რაც შეეხება ერთ კონრკეტულ თითზე გაზრდილ უგრძეს ფრჩხილს, იგი 68 სმ სიგრძისაა.

სილამაზის სალონში მომუშავე ქალბატონი ფრჩხილების მოვლასა და ლაქის წასმას 20 საათს ანდომებს, ღამე კი ხელებს საგანგებო ბალიშებზე ალაგებს. აიანა უილიამსის თქმით, მას ერთი სული ჰქონდა საკუთარი თავი გინესის რეკორდების წიგნში ეხილა.

რაც შეეხება მამაკაცებს შორის ანალოგიურ მსოფლიო რეკორდს, ის ასევე ამერიკელ ქრის უოლტონს ეკუთვნის: მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 731.4 სმ იყო, როდესაც მან ისინი დაიჭრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]