weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

Borgward Isabella: აღორძინებული კომპანიის მოკრძალებული ელექტროქარი

15:30 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

Borgward Isabella-ს ახალ კონცეპტზე მუშაობისას, ბრემენული კომპანიის სპეციალისტები შთაგონების წყაროს დიდებულ წარსულში ეძებდნენ, კერძოდ კი - კუპეს ტიპის მოდელში, რომელიც 1954-1962 წლებში გამოჩნდა, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც შეიქმნა, გერმანელებმა მხოლოდ რომბის მსგავსი ფორმის ლოგოტიპი და მოდელის სახელწოდება დატოვეს, ორკარიანი კლასიკური კუპეს იდეისგან კი აღარაფერი დარჩა.

კონცეპტუალური სედანი ოთხი გასაცურებელი კარებით, მკვეთრად დახრილი საქარე მინითა და ძარის კუთხეებში განლაგებული ლამაზი, 21-დუიმიანი ბორბლებითაა გამორჩეული. ყურადღებას აგრეთვე იპყრობს დიოდის სანათი ოპტიკა და უკანა საყრდენები, რომელიც Ferrari 599 GTB-ის მოგვაგონებს. ჭორების მიხედვით, ახალი ელექტროქარი ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება.

ელექტრომოდელი „ფოლკსვაგენის“, BMW-სა და Mini-ს ყოფილმა დიზაინერმა, 45 წლის ანდერს ვარმინგმა, დახატა. მის ნაშრომებს შორის არის პირველი თაობის BMW Z4-ის, მეორე თაობის BMW X3-ისa და Mini-ს ამჟამინდელი მოდელების ექსტერიერი.

კონცეპტი დიდი გამოვიდა: ძარა ხუთი მეტრის სიგრძისაა, მისი სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, 1.92 და 1.4 მეტრს შეადგენს. ღერძებს შორის მანძილი არ სახელდება, თუმცა სამ მეტრზე ნაკლები არ იქნება. შედარებისთვის, მოდელი Tesla Model S ცხვირიდან კუდამდე 4976 მილიმეტრს ითვლის, ძარის სიგანე - 1964 მმ, სიმაღლე კი - 1435 მილიმეტრია. ამასთან, თვლების ბაზა 2960 მმ შეადგენს.

Borgward Isabella შიგნითაც მეტისმეტად ფუტურისტული ჩანს: ხელსაწყოების ვირტუალური პანელი სალონის მთელ სიგანეზეა, ჰოლოგრაფული დისპლეი, რომელიც სივრცეში მულტიმედიური სისტემის მენიუს 3D ფორმატში ხატავს, ოთხი ცალკეული სავარძელი და მრავალი სხვა გასაწყობი მასალა.

საფირმო ძალოვანი დანადგარი ePropultion წარმოადგენს ორ სინქრონულ ელექტროძრავას (ერთი წინა ღერძის ბორბლებს აბრუნებს, მეორე - უკანა ღერძის). ჯამური სიმძლავრე 299 ცხენისძალაა, ბრუნვის მომენტი - 450 ნმ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.5 წამში აჩქარდეს, მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონული მოწყობილობით 250 კმ/სთ-მდე არის შეზღუდული. ცნობილია ისიც, რომ სრულად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმულატორებით სედანი 500 კმ გაივლის, ნახევარ საათში სწრაფი დასამუხტი ტერმინალი ელემენტს ენერგიის 80%-ს მიაწვდის, მაგრამ სერიული სახით ყველაფერი ეს როდის გამოვა, არავინ იცის.

„ბორგვარდმა“ უკვე 70 ათასი შეკვეთა მიიღო. პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისთვის გერმანელები ყოველწლიურად 800 ათას მანქანას გაყიდიან, 2025 წლისთვის კი - 1.6 მილიონს.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]