weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

Hello Kitty-ს სუვენირების კოლექციონერი გინესის რეკორდსმენი გახდა

14:58 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

იაპონელი მასაო გუნძი, რომელიც პოპულარულ საბავშვო პერსონაჟ Hello Kitty-ს სათამაშოებს, ფიგურებს, სუვენირებსა და სხვა ნივთებს აგროვებს, გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც აღნიშნული ბრენდის მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მქონე.

ჩიბას პრეფექტურის ქალაქ იოცუკაიდოს მკვიდრი მასაო გუნძის საცხოვრებელ სახლში Hello Kitty-ს 5170 ფიგურა ინახება, რომლებიც მისი სახლის კედლებს, თაროებსა და იატაკსაც კი ფარავს. 35 წლის მანძილზე მოგროვილი გამორჩეული კოლექციის შექმნაში მასაოს მისივე მეუღლე ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ „ჰელოუ კიტის“ უდიდესი კოლექციის ქონის მხრივ წინა რეკორდი ასევე იაპონელ ასაკო კანდას ეკუთვნოდა, რომელიც 4520 ნივთს ფლობდა.

პერსონაჟი „ჰელოუ კიტი“, რომელიც იაპონური ბობტეილის ჯიშის მოლაპარაკე თეთრი კატაა, იაპონური კომპანია „სანრიოს“ დიზაინერმა იუკო შიმიზუმ 1974 წელს შექმნა. მას შემდეგ „ჰელოუ კიტი“, იგივე „კიტი ვაითი“ არამარტო პატარებშია პოპულარული, არამედ თანამედროვე იაპონური პოპ-კულტურის შემადგენელი ნაწილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]