weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უხილავი სინათლე, რომელსაც ყვავილები ასხივებენ

15:38 კვირა, 30 აპრილი 2017

კალიფორნიაში მცხოვრებმა 28 წლის ფოტოგრაფმა კრეიგ ბაროუზმა, რომელიც საკუთარ თავს ელექტრო-ფოტოგრაფსა და UVIVF-ფოტოგრაფსაც უწოდებს, შთამბეჭდავი ფოტოკოლექცია შექმნა, სადაც ერთი შეხედვით სურრეალისტური, მანათობელი ყვავილებია თავმოყრილი.

სინათლის უცნაური ფორმებით გატაცებული ბაროუზის თქმით, ულტრაიისფერით გამოწვეული ხილული ფლუორესცენციით (UVIVF) ალექსანდრ გოლოვაჩოვის ფოტოების ნახვის შემდეგ დაინტერესდა. ფოტოების გადასაღებად ის ყვავილებს სიბნელეში ათავსებს და მხოლოდ 365 ნანომეტრ სინათლეს იყენებს, რათა კამერამ ულტრაიისფერი არ აღიქვას.

ნებისმიერ დროს, როდესაც ყვავილებს მზის შუქი ეცემა, ისინი საპასუხოდ თავიანთ სინათლესაც ასხივებენ, თუმცა ეს განათება ცხადია მზის განათებითაა გადაფარული.

კრეიგ ბაროუზის საუცხოო ფოტოები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველა შეუმჩნევლად ვხედავთ, მაგრამ ვერასოდეს ვაკვირდებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]