weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

11:33 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

მამაკაცთა პოპულარული ამერიკული ჟურნალის, Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით, ლოს ანჯელესში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჟურნალის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ამერიკელი საკულტო ფიგურა და Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი დღეს გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალი Playboy მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდია. ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს 51 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. მოგვიანებით კი ტირაჟმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა. დღეს Playboy-ს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ენებზე გამოსცემენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]