weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია რომ 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით

16:04 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს იმ დღესთან, როდესაც დადასტურდება გონიერი არამიწიერი სიცოცხლის არსებობა.

SETI-ს ინსტიტუტმა ათწლეულები შეალია სამყაროში მიმდინარე იდუმალებით მოცულ და ამოუხსნელ მოვლენათა შესწავლას. მთელი ამ ძიების მტკიცე იმედი ისაა, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბოლოსდაბოლოს დავადასტურებთ, რომ უსასრულო სამყაროში სადღაც მართლაც არსებობს სიცოცხლე.

SETI-ს უფროსმა ასტრონომმა სეთ შოსტაკმა რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის, თუ რა ეტაპზე ვართ ამჟამად გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროცესში. მისი თქმით, უცხო ცივილიზაციას კაცობრიობა 20 წელიწადში იპოვის, თუმცა ამჟამად მეცნიერება არამიწიერი სიცოცხლის არსებობაზე ძალიან ცოტას ამბობს, რადგან ჯერ მსგავსი არაფერია ნაპოვნი.

შოსტაკი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, მაგრამ შედარებით არც თუ ისე მალე, აღმოვაჩენთ გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს, რომლებთან კონტაქტიც შესაძლოა სულაც არ შედგეს იმ გზით, რომლითაც ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც ამას სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებები გვაჯერებენ.

„მაგალითად, თუ ისინი ჩვენგან 500 სინათლის წლის მანძილზე არიან, მივიღებთ 500 წლის წინ წამოსულ სიგნალს და თუ პასუხს გავცემთ: გამარჯობა, ჩენ დედამიწელები ვართ, როგორ ხართ? საამისოდ 1000 წელი დაგვჭირდება, სანამ მათგან პასუხს მივიღებთ. შესაბამისად, არ იქნება კონტაქტი, მაგრამ სულ მცირე ის გვეცოდინება, რომ ისინი არსებობენ“. - განმარტავს სეთ შოსტაკი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]