weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰარვი ვაინშტაინი თავისივე კინოკომპანიიდან სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დაითხოვეს

13:48 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი თავის მიერ დაფუძნებული კინოკომპანია „ვაინშტაინ კომპანიდან“ (The Weinstein Company) ბორდმა სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო გაათავისუფლა.

კინოკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვაინშტაინ კომპანის“ დირექტორთა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში არიან ჰარვი ვაინშტაინის ძმა, კომპანიის თანადამაარსებელი რობერტ (ბობ) ვაინშტაინი, ლანს მაეროვი, რიჩარდ კონიგსბერგი და ტარაკ ბენ ამარი, აღიარებულ პროდიუსერს გახმაურებული სკანდალური ბრალდებების გამო სამსახურეობრივი მოვალეობა მყისვე შეუჩერა.

ოსკაროსანი პროდიუსერი და ბიზნეს-მაგნატი ჰარვი ვაინშტაინი გასულ კვირას მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როდესაც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებები New York Times-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, საუბარია სამი ქალის, მათ შორის ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ეშლი ჯადის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებზე, რომელთა მიხედვითაც წლების წინ გავლენიანი პროდიუსერი მათ კარიერაში წინსვლას პირდებოდა, სანაცვლოდ კი მათგან სექსუალურ კავშირს ითხოვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]