weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლოს ანჯელესში MTV-ის კინო და სატელევიზიო დაჯილდოება გაიმართა

14:10 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ლოს ანჯელესში პოპულარული მუსიკალური ტელეარხის, MTV-ის ტელე და კინოდაჯილდოება გაიმართა. მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულები სტუდია „დისნეის“ რიმეიქი „მზეთუნახავი და ურჩხული“ და სერიალი „უცნაური ამბები“ გახდნენ, რომლებმაც ორ-ორი ჯილდო მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ MTV-ის ტრადიციული კინოდაჯილდოება წელს შეიცვალა და სატელევიზიო სეგმენტის ნომინანტებიც დაემატა. სიახლეების დამატების გარდა, რამდენიმე ძველი ნომინაცია (საუკეთესო ორთაბრძოლის სცენა, საუკეთესო აღმოჩენა-როლი, საუკეთესო ექშენ-როლი, საუკეთესო სამსახიობო გუნდი და ა.შ.) საერთოდ გაუქმდა.

MTV-ის თაობის ჯილდო „ფორსაჟის“ კინოფრანშიზას გადაეცა.

ნომინაციებს შორის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

წლის საუკეთესო ფილმი - Beauty and the Beast

წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუ - Stranger Things

საუკეთესო მსახიობი ფილმში - ემა უოტსონი (Beauty and the Beast)

საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო შოუში - მილი ბობი ბრაუნი (Stranger Things)

საუკეთესო კომედიური შესრულება - ლილ რეი ჰოური (Get Out)

საუკეთესო გმირი - ტარაჯი პ. ჰენსონი (Hidden Figures)

საუკეთესო უარყოფითი პერსონაჟი - ჯეფრი დინ მორგანი (The Walking Dead)

საუკეთესო დუეტი - ჰიუ ჯეკმენი და დაფნე კინი (Logan)

საუკეთესო წამყვანი - ტრევორ ნოა (The Daily Show)

საუკეთესო კოცნის სცენა - ეშტონ სანდერსი და ჯარელ ჯერომი (Moonlight)

საუკეთესო სატირალი სცენა - მაილო ვენტიმილია და სტერლინგ ბრაუნი (This Is Us)

საუკეთესო ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ - Hidden Figures

საუკეთესო ამერიკული ამბავი - Black-ish

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - 13th

საუკეთესო რეალითი-შოუ - RuPaul's Drag Race

საუკეთესო სიმღერა - "You Can't Stop The Beat" (Hairspray Live!)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]