weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბრიუს ლიზე ბიოგრაფიულ ფილმს შეხარ კაპური გადაიღებს

16:09 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ცნობილი ინდოელი რეჟისორი შეხარ კაპური გადაიღებს ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმს სათაურით „პატარა დრაკონი“ (Little Dragon), რომელიც ორთაბრძოლის ხელოვნების ოსტატისა და მსახიობის, ლეგენდარული ბრიუს ლის შესახებ იქნება.

ფილმის სიუჟეტი 1950-იანი წლების ჰონ-კონგში განვითარდება, სადაც სოციალური და პოლიტიკური ვითარების ფონზე აზიური ორთაბრძოლის ლეგენდა ჯუნ ფენ ლი იგივე ბრიუს ლი გაიზარდა. ფილმში ასევე იქნება ნაჩვენები ბრიუს ლის ოჯახური დრამა, სამეგობრო წრე, სიყვარული და პირადი სამყარო, ასევე ისეთი თემები, როგორიცაა: რასიზმი, სიღარიბე, ღალატი, ბედისწერა, მეგობრობა და ა.შ.

ფილმის მწარმოებელი კინოკომპანია  Bruce Lee Entertainment იქნება, რომელსაც ლეგენდარული მსახიობისა და ოსტატის შვილი შენონ ლი მართავს.

შენონ ლიმ ბიოპიკისთვის საგანგებოდ მოაგროვა დიდი მასალა მამის ახალგაზრდობის წლებზე და სცენარიც შეხარ კაპურთან ერთად დაწერა.

შემქმნელები ფილმზე მუშაობას უკვე შეუდგნენ და ამჟამად მსახიობთა შერჩევა მიმდინარეობს, გადაღებები კი ივლისში, მალაიზიაში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]