weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება

10:55 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ისლანდიაში არსებული ვატნაიოკულის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული ბიძგები შესაძლოა ქვეყნის უდიდესი ვულკანის ამოფრქვევის მოახლოების ნიშანი იყოს. ზღვის დონიდან 2009 მეტრზე მდებარე ბაურდარბუნგა ერთ-ერთია ისლანდიის იმ რამდენიმე ვულკანს შორის, რომლებსაც გეოლოგები ფრთხილად აკვირდებიან. ბოლო დროის მიწისძვრათა შემდგომი აქტივობები იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანში წნევა იზრდება.

ისლანდიის უნივერსიტეტის ვულკანების ექსპერტ პალ ეინარსონის თქმით, ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის მიზეზი ისაა, რომ ვულკანი ბაურდარბუნგა იბერება, ე. ი. მაგმის კამერაში მაგმის წნევა იზრდება და ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება, რაც შეიძლება უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოხდეს. გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრები კი მხოლოდ ამ პროცესის სიმპტომებია.

მისი თქმით, ბაურდარბუნგა 2015 წლის თებერვლიდან გრგვინავს, როდესაც 2014 წლის აგვისტოში დაწყებული მისი ბოლო ამოფრქვევა დასრულდა. ბაურდარბუნგას 2014-2015 წლების ამოფრქვევა უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე შედარებით პატარა ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევა 2010 წელს. მყინვარქვეშა სტრატოვულკან ეიაფიადლაიეკუდლის საშუალო ზომის ამოფრქვევამ მაშინ უჩვეულო და არათანაბარზომიერი გამანადგურებელი შედეგები მოიტანა.: ვულკანის სითბომ გაადნო მყინვარის ქუდი, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. ატმოსფეროში რამდენიმე კილომეტრზე ავიდა ფერფლი, საიდანაც ის ჰაერის ნაკადებმა ათასობით კილომეტრს იქით, ევროპის თავზე წაიღო. ფერფლის ფენა ატმოსფეროში იმდენად სქელი იყო, რომ ამოფქრვევიდან რამდემიმე კვირის განმავლობაში ევროპის თავზე ყველა ფრენა გაუქმდა.

ბაურდარბუნგაც ასევე მყინვარქვეშა სტრატოვულკანია და მიუხედავად იმისა, რომ იგივე შედეგებია მოსალოდნელი, რაც ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევას მოჰყვა, ეს ყველაფერი მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რაც 2014-2015 წლების ამოფრქვევამაც აჩვენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]